Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებულებისათვის კომპენსაციების შერჩევით განაწილებაში ადანაშაულებს


"საგარეჯოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციებს ხელისუფლება შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ურიგებს" - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. ”1500 ლარს სრულად უხდიან მხოლოდ მათ, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. გარდა ამისა, ასეულობით ადამიანს კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრეს, რადგან განუცხადეს, რომ მათი ვენახები და ნათესები წინა სტიქიის დროს დაზარალდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ რიცხვში მოხდა სტიქია, არამედ, რამდენად აქვს გლეხს შესაძლებლობა, მიიღოს მოსავალი.
XS
SM
MD
LG