Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენმა გააავრცელა ვიდეომიმართვა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით


ნატოს გენერალური მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გააავრცელა ვიდეომიმართვა, რომლის სათაურიცაა ”კავკასიის სამი ღირებული პარტნიორი”. მიმართვაში ნათქვამია, რომ ნატო ეხმარება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმებით და მოუწოდებს მათ, რომ განაგრძონ რეფორმების გზა. ”სამხრეთ კავკასიაში დიდი ეკონომიკური პოტენციალია, თუმცა მის განხორციელებას გადაუჭრელი კონფლიქტები უშლის ხელს. რეგიონში დაძაბულობა უნდა შემცირდეს და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ განხორცილდეს რეგიონალური თანამშრომლობა და შერიგება.” - ნათქვამია მიმართვაში. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებულ პარტნიორად და ერთგულების მაგალითად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG