Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა პაკისტანში დაფუძნებული ჰაქანის ქსელი ტერორისტთა შავ სიაში შეიყვანა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, მან უკვე შეატყობინა აშშ-ის კონგრესს, რომ პაკისტანში დაფუძნებულ ჰაქანის ქსელს უცხოეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების შავ სიას უმატებს. ეს გამოიწვევს სანქციების ამოქმედებას ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ - რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები ავღანეთში თავდასხმების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ჰაქანის ქსელს აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანის მთავრობასთან კავშირების ქონაშიც ადანაშაულებენ. პაკისტანი უარყოფს ჰაქანის ქსელთან კავშირებს. კლინტონის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა მოიტანოს. ამასთან, ჰაქანის ქსელისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებამ შესაძლოა თალიბანთან შერიგების მოლაპარაკების დაწყების მცდელობაზეც იქონიოს გავლენა.
XS
SM
MD
LG