Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: რუსეთმა ვერც ერთი ამოცანა ვერ შეასრულა


რუსეთს ჰქონდა სამი ამოცანა – საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება და ნატო-ს გაფართოების შეჩერება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა. “ვერ დამამხეს, ვერც მე დამკიდეს ვერაფრით, ვერც ერთი მხრიდან, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება ვერ მოახერხეს. მედვედევი ისტერიულად იმეორებდა, ნატოს გაფართოება ხომ შევაჩერეთო, მაგრამ ორი დღის წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა - ნურას უკაცრავადო და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლის თქმით, მისი პარტიის მიზანია, პოლიტიკური არეალიდან წავშალოთ 90-იანი წლების “დინოზავრები. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაიწყეს უმუშევართა აღრიცხვა, რათა დაეხმარონ სამსახურის მოძებნაში. “სახელისუფლებლო გუნდი დაამარცხებს და შეებრძოლება ამ პრობლემას და დაამარცხებს ისევე, როგორც კრიმინალი დაამარცხა საქართველოში. ჩვენგან მეტ სარგებელს მიიღებს ქართული საზოგადოება”, _ დასძინა მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG