Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე პოლიტიკოსებს ბაგრატის ტაძარში ეპატიჟება


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლიტიკურ სპექტრს და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. "იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა ილია მეორემ. რესტავრირებული ბაგრატის ტაძრის კურთხევა მომავალ კვირას იგეგმება.
XS
SM
MD
LG