Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტუღუში: ხელისუფლება თანახმაა ფოსტამ "მაესტროს" ანტენები დაარიგოს


ხელისუფლება თანახმაა ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური ანტენები არხის სახელით დაარიგოს ”საქართველოს ფოსტამ” - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას და კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა. მისივე ცნობით, სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის წინადადებით, რომელიც კოალიციას ბოკერიამ გააცნო, "მაესტრომ" შეთანხმება უნდა გააფორმოს "საქართველოს ფოსტასთან," რომელიც სატელიტურ ანტენებს დაარიგებს და დაამონტაჟებს. თავის მხრივ, ”მაესტროს” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წინადადებას პასუხს უმოკლეს ხანში გასცემს უცხოელ პარტნიორებთან საკითხის განხილვის შემდეგ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ”მაესტროს” 10 ათასამდე სატელიტური ანტენა ივლისში დააყადაღა იმ მოტივით, რომ ტელეკომპანიას ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან ჰქონდა თვალთმაქცური გარიგება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით.
XS
SM
MD
LG