ავღანეთში უშიშროების ძალების სამი ოფიცერი დაიღუპა ქაბულის ჩრდილოეთით, ბაგრამის აეროდრომზე წუხელ მოწყობილი სარაკეტო იერიშის შედეგად. ნატოს პრესმდივნის განცხადებით, ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციისათვის ემზადებოდნენ, როცა აეროდრომზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. არიან დაჭრილებიც - ნატოს ძალების, სულ ცოტა, ორი წევრი და რამდენიმე ავღანელი ჯარისკაცი. ბაგრამის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად განადგურდა აგრეთვე „ჩაინუკის“ ტიპის ვერტმფრენი.
ყველაზე პოპულარული
1