Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში დაიწყო “კავკასია 2012”


რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში დღეს დაიწყო და 23 სექტემბრამდე გასტანს სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება კავკასია 2012. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნაში, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსი მაკაროვი ხელმძღვანელობს, მონაწილეობს 8 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, ასამდე საარტილერიო დანადგარი და ათამდე საბრძოლო გემი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტრატეგიული სწავლება არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის, ან სამხედრო ბლოკის წინააღმდეგ და მათ არანაირ საფრთხეს არ უქმნის. გენერალური შტაბის განცხადებით, დამატებითი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად წვრთნაში არ მონაწილეობენ სომხეთში და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილები.
XS
SM
MD
LG