Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე


ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე და მისი მოადგილე ელენე ხოშტარია. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მათ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართეს შეხვედრა, რომელსაც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც დაესწრო. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის და ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნავს, რომ ნატოს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ალიანსთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა.
XS
SM
MD
LG