Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აპროტესტებენ ციხეში პატიმართა წამებას


თბილისში, ფილარმონიასთან და რამდენიმე სხვა ადგილას მიმდინარეობს აქციები, რომლებზეც პროტესტს გამოთქვამენ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების გამო. ფილარმონიასთან შეიკრიბა ასობით ადამიანი, მათ შორის პატიმართა ოჯახის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორის არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას გასამართლება. რადიო თავისუფლება გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ფილარმონიასთან მიმდინარე აქციიდან. საპროტესტო აქციების შესახებ იუწყებიან საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც, მათ შორის ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
XS
SM
MD
LG