Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჰინკლის პოლიტიკის ინსტიტუტი: „ირანზე სამხედრო თავდასხმას ათი ათასი ადამიანი ემსხვერპლება“


ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმას მოჰყვება ათი ათასი ადამიანის დახოცვა, ამის შესახებ იუწყება აშშ-ის იუტას შტატში მოქმედი, ჰინკლის პოლიტიკის ინსტიტუტი თავის ანგარიშში, სათაურით: „აიათოლას ბირთვული თამაში“. ანგარიშის თანახმად, ასეთ თავდასხმას, ობიექტების ათასობით თანამშრომლის დახოცვასთან ერთად, მოჰყვება ეკოლოგიური კატასტროფა, რადგან მოხდება დიდი რაოდენობის ქიმიური და ბირთვული ნივთიერების გარეთ გამოჟონვა, რაც ათასობით ადმიანის მოწამვლას გამოიწვევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს ირანზე სამხედრო დარტყმის მიყენების შესახებ, რათა შეაჩერონ ირანი, შექმნას ბირთვული იარაღი. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ თეირანი ატომური იარაღის განვითარებას ესწრაფვის, ირანი კატეგორულად უარყოფს ვარაუდს.
XS
SM
MD
LG