Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესია


ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი, 67 სესია. მისი თემაა საერთაშორისო უთანხმოებებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება. შეკრებილებს უკვე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა. მან ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას: „წელს თქვენს წინაშე წარვდექი, რათა განგაშის ზარი შემოვკრა იმის გამო, თუ რა მიმართულებით მივდივართ, როგორც ადამიანთა ოჯახი. საითაც გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ უსაფრთხოების ნაკლებობასა და უსამართლობას, უთანასწორობასა და შეუწყნარებლობას. ვხედავ, როგორ ხარჯავს ზოგი მთავრობა უზარმაზარსა და ძვირფას სახსრებს სასიკვდილო იარაღზე და, ამავე დროს, ამცირებს ადამიანისკენ მიმართულ ინვესტიციებს.“ ასამბლეის მონაწილეთა წინაშე წარდგა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. დღესვეა დადგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა ლომაიას განცხადებით, სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ისაუბრებს მიღწევებსა და პრობლემებზეც, რომლებიც ახლავს დემოკრატიულ გარდაქმნებს.
XS
SM
MD
LG