Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ფაბრიკაციად მიიჩნევს ახალ აუდიოჩანაწერებს


კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ფაბრიკაციად მიიჩნევს აუდიოჩანაწერებს, რომლებიც საინტერნეტო პორტალ „იუტიუბზე“ გაავრცელა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა, ბესო სურმავამ. სურმავა ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული უსაფრთხოების სამსახურს, კოალიციის წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა. „ამ ჩანაწერებს გადავცემ ტელევიზიებს, რათა გაიცნოს საზოგადოებამ, რა სიცრუეს წარმოადგენენ ესენი. თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთათვის ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება ეს საუბრები“, ამბობს სურმავა. მან „იუტიუბზე“ გაავრცელა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძის, ირაკლი ღარიბაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერები. ისინი ასახავს, რომ კოალიციის ზოგი წარმომადგენელი უარყოფით კონტექსტში, ზოგჯერ არაკორექტულად ლაპარაკობს კოლეგებზე. ივანიშვილმა დღეს თბილისში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას დაცვის წევრისთვის არასოდეს მიუცია დავალება, რომ ჩაეწერა "ქართული ოცნების" წევრების საუბრები.
XS
SM
MD
LG