Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისის კურთხევასთან დაკავშირებულ ცერემონიებში


ხუთშაბათს თბილისში გაიმართა ქალაქის კურთხევასთან დაკავშირებული ცერემონიები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა მეტეხის ხიდზე, გადმოცემით, 100 000 მოწამის წამების ადგილზე. ღვთისმსახურებას დაესწრო ათასობით ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მართლმადიდებელი ქრისტიანების დღევანდელ, ჯვართამაღლების დღესასწაულთან და თბილისის კურთხევასთან დაკავშირებულ მსვლელობებში. მეტეხის ხიდზე პარაკლისის შემდეგ, მორწმუნეების ნაწილმა მიაშურა სამების ტაძარს, სადაც ილია მეორე გადაიხდის პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპულთათვის. ხუთშაბათს 19 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან.
XS
SM
MD
LG