Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების მიუხედავად დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი


ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ხარჯების შეკვეცას 50 მილიარდი დოლარით, ისევე როგორც გადასახადების გაზრდას. ამ გადაწყვეტილების ფონია საპროტესტო აქციები და მოლოდინი, რომ ესპანეთი ფინანსურ დახმარებას სთხოვს ევროზონის წევრებს. ესპანეთს, რომელსაც სულ უფრო ძვირი უჯდება კრედიტების აღება, მოუწოდებენ, დახმარება სთხოვოს ევროპის ცენტრალურ ბანკს. თუმცა, ასეთი ნაბიჯი დაუკავშირდება მომჭირნეობის კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღებას ქვეყნისთვის, რომელშიც უმუშევრობა 25 პროცენტს აღწევს. ათასობით დემონსტრანტი წუხელ ისევ შეიკრიბა მადრიდში, პარლამენტის შენობასთან, მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად. წინა ღამით ესპანეთის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დასაშლელად.
XS
SM
MD
LG