Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი


ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 19-ვე ადამიანი. ოფიციალური პირების ცნობით, ავიაკომპანია Sita Air-ის თვითმფრინავი ევერესტის რეგიონისაკენ მიეშურებოდა, როცა კატმანდუს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. როგორც იუწყებიან, დაღუპულებს შორის არიან შვიდი ბრიტანელი, ხუთი ჩინელი ტურისტი და ნეპალის შვიდი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG