ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევის ინციდენტი, როცა ტიკრიტის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ, ციხეში მოწყობილი აქტი იყო. განცხადების თანახამად, აშკარაა, გარიგება მოხდა პატიმრებსა და ზედამხედველებს შორის. ტიკრიტის ციხიდან 102 პატიმარი გაიქცა. მათგან 47, ალ- ყაიდასთან არიან კავშირში. სულ ციხეში 302 ტუსაღი იყო. გაქცევისას 20 ადამიანი დაიხოცა, 16 გუშაგი და ოთხი პატიმარი.
ყველაზე პოპულარული
1