Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს - რეგიონებში პოლიტიკური სუბიექტის სახელით ფულს არიგებენ


მივიღეთ ინფორმაცია, რომ რეგიონებში კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით ფულს მასობრივად არიგებენ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს მოუწოდებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას – გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა. "იმის გათვალისწინებით, რომ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG