Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ავიაციის მიერ იდლიბის პროვინციაში დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა


სირიელი აქტივისტები იტყობინებიან, რომ სირიის ავიაციის მიერ, ჩრდილოეთის რეგიონში, თურქეთის საზღვართან, იდლიბის პროვინციის ქალაქ სალკინის დაბომბვის დროს, სულ მცირე 12 ადამიანი დაიხოცა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამ რეგიონში მეამბოხეთა ძალები არიან გამაგრებული. სხვა ინფორმაციით, ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის თანახმად, დახოცილთა რიცხვი 30-ია. იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეთა შორის ბოლო თვეებში არაერთი შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG