Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამომრჩეველთა ლიგის” ეგზიტპოლის შედეგებით, ლიდერობს ”ქართული ოცნება” (70%)


საზოგადოებრივმა მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგამ” გამოაქვეყნა 400 საარჩევნო უბანზე ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. მისი ინფორმაციით, 29 386 გამოკითხული ამომრჩევლიდან 70,24%-მა განაცხადა, რომ ხმა მისცა კოალიცია ”ქართულ ოცნებას”, 24,66%-მა კი - ნაციონალურ მოძრაობას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, "ამომრჩეველთა ლიგამ" გამოკითხვა ჩაატარა ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით.
XS
SM
MD
LG