Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „ქართული ოცნება“ 15 %-ით უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3766 საარჩევნო უბნიდან 3580-ის მონაცემები, ანუ ბიულეტენების 95 პროცენტი დათვალა. საბოლოოსთან მიახლოებული შედეგები ასე გამოიყურება. კოალიცია ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნებში ხმების 55.1% დააგროვა და თითქმის 15 პროცენტით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც წილად ხვდა ხმათა 40.14%. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ერთმანდატიან ოლქში კოალიციამ 47 მანდატი მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26. თუკი ეს შედეგები არ შეიცვლება, მაშინ მომავალ პარლამენტში კოალიცია „ქართულ ოცნება-ბიძინა ივანიშვილს“ 97 დეპუტატი ეყოლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 53. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარის უზენაესი საბჭოს პროპორციული სისტემით არჩევნებშიც 49%-ით ასევე კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მიხეილ სააკაშვილმა უკვე აღიარა მის პარტიის დამარცხება და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის.
XS
SM
MD
LG