Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გამყრელიძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა


საპარლამენტო არჩევნებში "ახალი მემარჯვენეების" წარუმატებლობის გამო დავით გამყრელიძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებისას კონსტრუქციული პოლიტიკის ადგილი აღარ დარჩა და ორ გუნდს შორის სერიოზული პოლარიზება მოხდა. ”ახლების” უკვე ყოფილმა ლიდერმა მხარადმჭერებს მადლობა გადაუხადა, ”ქართულ ოცნებას” გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცევა.
XS
SM
MD
LG