Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პირველი ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ არჩევნების გამარჯვების შემდეგ პირველი ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ოთხშაბათს უთხრა მის ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს. მან განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე არ უმსჯელიათ მთავრობის დაკომპლექტების საკითხებზე - გარკვეულია მხოლოდ ის, რომ თვით ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება. დღეს კი, მისივე თქმით, საუბარი შეეხო უცხოეთში ვიზიტებს. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მას ბევრგან იწვევენ: "რუსეთიდან არავითარი კავშირი, არავითარი მოლოცვა არ ყოფილა, მითუმეტეს ვიზიტზე მე უკვე განვაცხადე, რომ პირველი ვიზიტი მექნება ვაშინგტონში, რამდენადაც ესაა ჩვენი მთავარი პარტნიორიც და მთავარი მეგობარიც". ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ ამერიკის მხარეს სთხოვა ვაშინგტონში მისი ვიზიტის დაგეგმვა შეერთებულ შტატებში 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მანამდე ივანიშვილი არსად ვიზიტით ჩასვლას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG