Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში ათობით ადამიანი დაშავდა დემონსტრაციის დაშლისას


ბიშკეკში ათობით ადამიანი დაშავდა დემონსტრაციის დაშლისას. ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა და პოლიციამ დაშალეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ ოქროს მომპოვებელ კომპანია "კუმტორის" ნაციონალიზაციას. როგორც იუწყებიან, 1000-ზე მეტი დემონსტრანტი ოპოზიციის ლიდერის, კამჩიბეკ ტაშიევის ხელმძღვანელობით შეეცადა პარლამენტის შენობასთან შემოღობილ ტერიტორიაზე შეჭრას. ტაშიევი დემონსტრანტებს მოუწოდებდა მთავრობის დამხობისაკენ. უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს აქციის მონაწილეთა შესაჩერებლად. შინაგან საქმეთა მინისტრის, ზარილბეკ რისალიევის განცხადებით, ვითარება ისევ კონტროლდება, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი და გენერალური პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიზანშეწონილია თუ არა ტაშიევის დაკავებაც.
XS
SM
MD
LG