Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი არჩევნებს მიიჩნევს „ისტორიულ მომენტად“ საქართველოსათვის


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მიულოცა „თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „როგორც ადრეც მითქვამს, ეს არჩევნები იყო ლაკმუსის ტესტი და საქართველომ ტესტი ჩააბარა. ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და ახლა ყველა მხარისათვის მნიშვნელოვანია, ითანამშრომლოს ქვეყნის სასიკეთოდ და რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის გასაგრძელებლად“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. ანდერს ფოგ რასმუსენს დღეს ერთი წლით, 2014 წლის ივლისის ბოლომდე გაუგრძელეს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის ვადა.
XS
SM
MD
LG