Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას


საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ამის შესახებ თბილისში, გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტ ვოლფგანგ ტირზესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ გერმანელი სტუმარი გახდა მოწმე დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისა, როდესაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება ხელისუფლების მშვიდობიანად, კონსტიტუციურად გადაცემა. თავის მხრივ, ვოლფგანგ ტირზემ აღნიშნა, რომ საქართველოში საინტერესო პერიოდია და ეს დემოკრატიის გამოცდაა. ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მომავალშიც განაგრძობს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG