Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიამ შეაჩერა საპროტესტო სვლა სამხრეთ ვაზირისტანისაკენ


პაკისტანის არმიამ შეაჩერა დემონსტრანტები, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, იმრან ხანის ინიციატივით მიემართებოდნენ სამხრეთ ვაზირისტანისაკენ, პაკისტანის ამ რეგიონში შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გასაპროტესტებლად. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, აქციის მონაწილეები, მათ შორის ომის მოწინააღმდეგე ამერიკელი აქტივისტები, შეაჩერეს სამხრეთ ვაზირისტანში მდებარე დასახლება კოტკაიში შესვლამდე. როგორც იუწყებიან, 10 000-მდე დემონსტრანტი უკან, ტანკის რაიონში დაბრუნდა. დღეს დემონსტრანტებმა ტანკის რაიონში გაიარეს მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების ძალებს ბარიკადები ჰქონდათ აღმართული მათ შესაჩერებლად. აქციის ინიციატორმა, ოპოზიციონერმა იმრან ხანმა, რომელიც კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავია და დიდი პოპულარობით სარგებლობს პაკისტანელებში, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისიას უკვე მოჰყვა წარმატები, რადგან მთელმა მსოფლიომ გაიგო დემონსტრანტების ხმა.
XS
SM
MD
LG