Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მომავალი მთავრობის წევრობის კანდიდატები


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა დაასახელა მომავალი მთავრობის წევრების კანდიდატები. პრემიერ-მინისტრად თავად მოვიაზრებიო, - განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება მთავრობის წევრებს: თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი - ირაკლი ალასანია; ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი - კახა კალაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე; დიასპორის მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროინტეგრაციის მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი. გენერალური პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა დასახელდა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რევაზ შავიშვილი უხელმძღვანელებს, ეროვნულ ბანკს კი - ნოდარ ჯავახიშვილი. პარლამენტის სპიკერობის კანდიდატად დასახელდა დავით უსუფაშვილი, პირველ ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე. დასახელდა კიდევ რამდენიმე ვიცე-სპიკერის კანდიდატურა - ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე და ზურაბ ტყემალაძე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების კანდიდატურების საკითხი.
XS
SM
MD
LG