Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვარი“: ავღანეთში სამოქალაქო კონფლიქტი გამწვავდა


ავღანეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება რიგითი ავღანელებისთვის გაუსაძლისი გახდა. რეტო სტოკერის თქმით, ქვეყანაში მისი შვიდწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები ხეირობდნენ და სამოქალაქო პირებს რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უწევდათ ბრძოლა. „რიგითი ავღანელებისთვის ჯანდაცვა უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება,“ - აცხადებს სტოკერი. „წითელი ჯვარი“ ავღანეთში 1979 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ დახმარებას, 1 800 წარმომადგენლით, სწორედ ამ ქვეყანაში ახორციელებს. „წითელი ჯვრის“ განცხადება „საერთაშორისო კრიზისული ცენტრის“ გუშინდელ მოხსენებას მოჰყვა, რომელიც ავღანეთში პოლიტიკური ვითარების დამძიმებას ვარაუდობდა იმ ფონზე, რომ ნატო-ს ქვეყნიდან ძალები გაჰყავს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ახლა მთლიანად ადგილობრივმა მმართველობამ უნდა აიღოს.
XS
SM
MD
LG