Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მსჯელობს ავღანეთში სამომავლო საწვრთნელ მისიაზე


ბრიუსელში იწყება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს ალიანსი ავღანეთში საწვრთნელ მისიას 2014 წლის ბოლოს ამ ქვეყნიდან ჯარების გაყვანის შემდეგ. ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ გეგმა მისიისათვის, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო წვრთნას, კონსულტირებასა და მხარდაჭერას. გეგმის დამტკიცება ალიანსის სამხედრო ექსპერტებს საშუალებას მისცემს, შეუდგნენ მისიის დეტალების დაზუსტებას: რა რაოდენობის ტრენერი და სამხედრო მოსამსახურე იქნება საჭირო და რა დაჯდება პროექტი. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ახალი სტრატეგიის მიზანია, ავღანეთის ხელისუფლებას დაეხმარონ თავდაცვის მექანიზმის განვითარებაში და არ დაუშვან ხელისუფლების სათავეში თალიბანის დაბრუნება ქვეყნიდან უცხოური სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ.
XS
SM
MD
LG