Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომნი საჭიროდ მიიჩნევს მსოფლიოში აშშ-ის პოზიციების განმტკიცებას


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის აზრით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაიზარდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ორშაბათს, ვირჯინიის შტატში, ლექსინგტონის სამხედრო ინსტიტუტში გამოსვლისას, რომნიმ ისაუბრა რეგიონში ”კურსის შეცვლის” აუცილებლობაზე. რომნის თქმით, მას საჭიროდ მიაჩნია ზრუნვა იმაზე, რომ იარაღი მიაწოდონ სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც ამერიკის ღირებულებებს იზიარებენ. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი შეეხო ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმასაც და აღნიშნა, რომ მტკიცე პოზიცია ექნება ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებისას. რუსეთი ეწინააღმდეგება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას.
XS
SM
MD
LG