საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა მთავრობის მიმართვა გადადგომის თაობაზე. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე". ამავე განკარგულების საფუძველზე,მთავრობას დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს წარედგინება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.
ყველაზე პოპულარული
1