Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა


”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრებმა თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია - ”თავისუფლება” შექმნეს. ფრაქციის წევრები არიან: ირაკლი შიხიაშვილი, მერაბ რაფავა, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ქავთარაძე და ზაზა დოლიძე, რომელმაც, სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლისა და ახალ ფრაქციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დანარჩენი 4 წევრის მიერ საკრებულოში გამართული პრესკონფერენციის დროს მიიღო. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" შეუქცევადი რღვევის პროცესია დაწყებული.
XS
SM
MD
LG