სირიელი აქტივისტების ცნობით, მეამბოხეებმა დაიპყრეს სამხედრო-საჰაერო ბაზა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოსთან. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაზე ჩანს, როგორ ინაწილებენ მეამბოხეები იარაღს, რომელიც ბაზაზე განთავსებულ საცავში ინახებოდა. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, საჰაერო ბაზის დაპყრობაში მონაწილეობდა ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფი, "ჯაბჰატ ალ-ნუსრა". მთავრობის ჯარები და მეამბოხეები უკვე თვეებია, იბრძვიან ალეპოზე კონტროლის დასამყარებლად. ალეპო სირიის უდიდესი ქალაქია.
ყველაზე პოპულარული
1