Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის გენერალური პროკურორი: გადადგომას არ ვაპირებ


ეგვიპტის გენერალური პროკურორი უარს ამბობს დამორჩილდეს ბრძანებას მისი გადადგომის თაობაზე - რომელიც ქვეყნის ისლამისტმა პრეზიდენტმა, მოჰამედ მურსიმ გასცა. აბდელ მაგიდ მაჰმუდმა შაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადადგომას არ აპირებს - და განაცხადა, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ანიჭებს ჩემი გადაყენების უფლებასო. პროკურორსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ფონია პრეზიდენტის მხარდამჭერი მუსულმანთა საძმოს მიერ პროკურორის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ ის მუბარაქის პერიოდის ოფიციალური პირების სასამართლოზე სუსტ მტკიცებულებებს წარადგენს. პარასკევს კაიროს თაჰრირის მოედანზე ეგვიპტის პრეზიდენტის ათასობით მომხრესა და მოწინააღმდეგეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს ამგვარი ძალადობის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ქვეყნის პრეზიდენტი მურსი გახდა. ლიბერალი და სეკულარიზმის მომხრე აქტივისტები მუსულმანთა საძმოს ქვეყნის გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ქვების სროლას 100-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG