Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის სურს ტერორიზმის წინააღმდეგ „კოორდინირებული, სერიოზული“ ნაბიჯები გადაიდგას


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ პაკისტანის ლიდერებს მოუწოდა ორმა ქვეყანამ „კოორდინირებული, ერთობლივი, სერიოზული და მიზანსწრაფული ნაბიჯები გადადგას ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში კარზაის ოფისი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ეს მოწოდება პაკისტანის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვა. ავღანეთში მილიონობით მოსწავლემ ილოცა 14 წლის გოგონას, მალალა იუსაფზაის გამოჯანმრთელებისთვის. იუსაფზაი დაჭრილია და პაკისტანში საავადმყოფოში წევს, მას შემდეგ რაც მას სამშაბათს ესროლეს ჩრდილოდასავლეთის სვატის რეგიონში. გოგონაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და განაცხადა, რომ იუსაფზაის სამაგიერო გადაუხადა იმისთვის, რომ ის გოგონებისთვის განათლების უფლების მინიჭებისთვის იბრძოდა. 12 ოქტომბერს მალალა იუსაფზაისთვის პაკისტანის სკოლებშიც ილოცეს.
XS
SM
MD
LG