Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი გოგონა ბრიტანეთში ჩაიყვანეს სამკურნალოდ


პაკისტანელი ახალგაზრდა აქტივისტი, მალალა იუსუფზაი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ახლახან თავდასხმის შედეგად, ბრიტანეთში ჩაიყვანეს სამკურნალოდ. პაკისტანის თანახმად, 14 წლის მოსწავლე გოგონას ხანგძლივი მკურნალობა დასჭირდება. ისლამაბადიდან ბრმიტანეთში მის გადასაფრენად საგანგებო თვითმფრინავი გამოყო გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა. მალალას და მის თანაკლასელებს ესროლეს თალმიბებმა, რომლებმაც შური იძიეს ინტერნეტით მის მიერ გამოქვეყნებული მონათხრობის გამო, სადაც თავის რეგიონში თალიბების მმართველობის პერიოდის ძალადობის ამბებს აღწერს.
XS
SM
MD
LG