Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში უცხოელი ექსტრემისტები ქმნიან კონფლიქტის რადიკალიზაციის საფრთხეს


გაეროს კომისიის წევრების განცხადებით, უცხოელი ექსტრემისტები, რომლებიც ჩაერთნენ სირიის კონფლიქტში, ქმნიან ამ, 19 თვის წინ დაწყებული კონფლიქტის რადიკალიზაციის საფრთხეს. სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, პაულუ სერგიო პინეირო გამოთქვამს შეფასებას, რომ ასობით უცხოელი შეიარაღებული პირი სირიაში იბრძვის არა „დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“, არამედ საკუთარი მიზნებისათვის. კომისიის წევრების ცნობით, უცხოელ მებრძოლებთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ სირიაში ჩასული არიან „11-მდე ქვეყნიდან“, მათ შორის სირიის მეზობელი ქვეყნებიდან. კომისია აცხადებს, რომ ბოლო თვეებში გახშირდა შეიარაღებული მეამბოხეებისა და სირიის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, თუმცა, მთავრობის ჯარებს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაზე მძიმე და მასშტაბურ დარღვევებზე.
XS
SM
MD
LG