Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ბუქარესტში შეხვედრებს მართავს


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბუქარესტში იმყოფება, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე. ამ ღონისძიების პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. დღეს სააკაშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზუს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტი იუწყება, სააკაშვილმა და ბაროზუმ განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. ჟოზე მანუელ ბაროზუმ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა“ - ვკითხულობთ ვებსაიტზე. დღესვე გაიმართა შეხვედრა სააკაშვილსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტი იუწყება, „ორბანის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს მმართველობის დემოკრატიული კურსი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია. შეხვედრისას, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების აუცილებლობასაც შეეხო“.
XS
SM
MD
LG