Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი უდალცოვისთვის მისი გათავისუფლება ”მოულოდნელი” იყო


”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა, რომელიც ოთხშაბათს საღამოს გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო დაკავებიდან მოკლე ხანში გათავისუფლება. უდალცოვი ოთხშაბათს დააკავეს და საგამოძიებო კომიტეტში მიიყვანეს დაკითხვაზე. დაკითხვის დროს რუსეთის შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს შენობასთან ოპოზიციის აქტივისტებმა პიკეტები მოაწყვეს. დააკავეს ”მემარცხენე ფრონტის” აქტივისტი კონსტანტინ ლებედევი. ლებედევიცა და უდალცოვიც დააკავეს რუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობის მზადების ბრალდებით. საქმის აღძვრის საფუძვლად იქცა ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვეს” მიერ ნაჩვენები ფილმი ”პროტესტის ანატომია-2”, რომელშიც მოთხრობილი იყო, რომ რუსეთში ოპოზიციონერები აპირებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით, უცხოეთიდან დაფინანსებით. უდალცოვიცა და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც აცხადებენ, რომ საქმე შეთითხნილია და ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურ რეპრესიას ახორციელებს. სოციალურ ქსელებში რამდენიმე საათში ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა 20 ოქტომბერს მოსკოვში, მოედან ”ტრუბნაიაზე” მიტინგში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ ეს აქცია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში არჩევნებისთვის უნდა მიეძღვნთ, თუმცა, ახლა აცხადებენ, რომ აქციის მთავარი თემა უნდა იყოს - პროტესტი აქტივისტების დევნის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG