Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი ფულად ჯილდოს აწესებს ალ ყაიდის მომხრეთა შესახებ ინფორმაციისთვის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ფულად ჯილდოს მიიღებს ის, ვინც მას ალ ყაიდის ორი მომხრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მუჰსინ ალ-ფადეჰლისთვის შვიდი მილიონია დაწესებული. მისი ასისტენტის, ადელ ალ-ჰარბისთვის - ხუთი მილიონი დოლარი. ორივე პირი ეჭვმიტანილია, რომ დაკავებული არიან ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებით. ვარაუდობენ, რომ ისინი ირანის ტერიტორიაზე იმყოფებიან და უზრუნველყოფენ პაკისტანიდან ტერორისტების გადაყვანას სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ალ-ჰარბის, გაუყინა საბანკო აქტივები და ამერიკის მოქალაქეებს აუკრძალა მასთან საქმიანი კონტაქტები.
XS
SM
MD
LG