Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება


საქართველოს ახალმა პარლამენტმა შესაძლოა განიხილოს საკითხი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. კერძოდ, საუბარია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადის 6-8 თვემდე შემცირებასა და წვევამდელების ასაკი 19 წლით განსაზღვრაზე, ნაცვლად 18-ისა. ალასანიას თქმით, ეს ვარიანტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან იქნება განხილული. არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასევე გეგმავს, შემოიღოს სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ირკალი სესიაშვილმა ისაუბრა ასევე საგანგებო კომისიის შექმნაზეც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი ასობით ოფიცრის განთავისუფლების კანონიერებას შეისწავლის და მოამზადებს პირობებს, მათი სამხედრო სამსახურში აღდგენის თაობაზე .
XS
SM
MD
LG