Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა პოლიციელმა და მზარეულმა საკუთარი კოლეგები დახოცეს


ავღანელმა პოლიციის ოფიცერმა და მზარეულმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მყოფი კოლეგები მოწამლეს და შემდეგ გზა გაუხსნეს მეამბოხეებს. ინციდენტი, რომელშიც ექსტრემისტების თანამზრახველი უსაფრთხოების მუშაკები მონაწილეობდნენ, ხუთშაბათს მოხდა ჰელმანდის პროვინციის გერეშკის რაიონში. პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ეს შეთქმულება ნაწილი იყო იმ კოორდინირებული გეგმისა, რომელიც მოგვიანებით პოსტზე მეამბოხეთა თავდასხმითა და დარჩენილი 4 ავღანელი პოლიციელის დახოცვით დასრულდა. გამყიდველი პოლიციელი შეპყრობილია, ხოლო მზარეულმა მიმალვა მოახერხა.
XS
SM
MD
LG