Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს დედაქალაქში ნაციონალისტების დემონსტრაციის დროს 63 ადამიანი დაკავეს


პოლიციის ცნობით, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, ნაციონალისტების მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლისას 63 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციის უფლება ორგანიზატორებს არ ჰქონიათ. ოპოზიციური," თვითგამორკვევის მოძრაობის" ასამდე მომხრე გავიდა ქუჩაში და პომიდვრებს და საღებავს ესროდა პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციამ ცრემლმდენ გაზი გამოიყენა ბრბოს დასაშლელად. დემონსტრანტებს შორის არიან დაშავებულები, მათ შორის თვითგამორკვევის მოძრაობის დეპუტატები პარლამენტში. გამოსვლის საბაბი იყო 19 ოქტომბრის შეხვედრა ბრიუსელში, რომელიც გაიმართა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ჰაშიმ ტაჩისა და მის სერბ კოლეგას, ივიცა დაჩიჩს შორის. მათ შეხვედრას შუამავლობდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ დიალოგს ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით. ეშტონმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კოსოვოს და სერბიის ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. ეს იყო ორმხრივი ამ დონის პირველ იშეხვედრა 2008 წლის შემდეგ, როცა კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. სერბია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. კოსოვო ევროკავშირის 27-დან 22- მა ქვეყანამ აღიარა დამოუკიდებლად.
XS
SM
MD
LG