გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ოფიციალურად გახსნის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმის მიერ დახოცილი დაახლოებით ნახევარი მილიონი ბოშისადმი მიძღვნილ მემორიალს. მემორიალის აგება გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2 800 000 ევროთი დააფინანსა. ის რაიხსტაგის პარლამენტის შენობის ახლოს, ბერლინის ცენტრში გაიხსნება. იქვეა განთავსებული ნაცისტების მსხვერპლი ებრაელებისა და ჰომოსექსუალების მემორიალები. ანგელა მერკელთან ერთად მემორიალის გახსნას დღეს დაესწრება 100-მდე ხანდაზმული ბოშა, რომელიც ნაცისტების სისასტიკეს ცოცხალი გადაურჩა. მერკელმა განაცხადა, რომ მემორიალების შექმნა მნიშვნელოვანია ”ხსოვნის კულტურის” ხელშეწყობისთვის.
ყველაზე პოპულარული
1