Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებმა სარაკეტო ცეცხლი დაუშინეს სამხრეთ ისრაელს


პალესტინელმა მებრძოლებმა სარაკეტო ცეცხლი დაუშინეს სამხრეთ ისრაელის რაიონებს. დღეს დილიდან შუადღემდე სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე 65-მდე რაკეტა და ნაღმსატყორცნის ჭურვი დაეცა. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. ჰოფ აშქელონის რაიონში დაიჭრა ქალი, რომელმაც ვერ მოასწრო საფარში შესვლა. რამდენიმე რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეწყდა სასწავლო პროცესი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად სროლა შეწყვეტილია, მაგრამ ისრაელის არმიის სარდლობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პალესტინელთა იერიშები, შესაძლოა, განახლდეს.
XS
SM
MD
LG