Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს ისრაელის ქმედების დაგმობისკენ


სუდანი გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვს ისრაელის ქმედების დაგმობას. სუდანის მტკიცებით, ისრაელმა ხართუმში მდებარე იარაღის ქარხანაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ისრაელის მთავრობა უარს ამბობს ფაქტის კომენტირებაზე. თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ისრაელის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: "ამ საკითხზე არაფრის თქმა შემიძლია". ოთხშაბათს დილით იარმუკის იარაღის ქარხანაში აფეთქებებმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სუდანის ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. გაეროში სუდანის ელჩმა დაფა-ალა ელჰაგ ალი ოსმანმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელის ოთხი სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა სუდანის საჰაერო სივრცეში და ქარხანაზე დარტყმა განახორციელა. ელჩმა უშიშროების საბჭოს ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდა. სუდანი აგრეთვე დაიმუქრა, რომ ისრაელს საპასუხო ნაბიჯით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG