Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი მზად არის კომპრომისისთვის, იგივეს მოელის ალბანელთა მხრიდან


სერბიის პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა გამოაქვა მზადყოფნა კოსოვოს საკითხში კომპრომისისთვის, მაგრამ, დასძინა, რომ „იგივეს მოელის ალბანელთა მხრიდან“. ეს მან განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისიტრ უილიამ ჰეიგთან ბელგრადში შეხვედრის შემდეგ. დღესვე ჰეიგმა მოლაპარაკება გამართა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ, ჰაშიმ ტაჩისთან. ევროკავშირი ცდილობს სერბიასა და მისი ყოფილ ოლქს შორის ურთიერთობის განვითარებას ბიძგი მისცეს. პრიშტინაში ჰეიგმა თქვა, რომ არ შეიძლება ტერიტორიული დავის მოგვარების მიზნით კოსოვოს ოლქის ეთნიკურ ზოლზე გაყოფა. სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა ადრე წამოაყენა წინადადება, კოსოვოს უპირატესად სერბებით დასახლებული ჩრდილოეთი სერბიას შეეუერთდეს და სამაგიეროდ, ბელგრადი, სახელმწიფოდ აღიარებდა კოსოვოს. ამ იდეას კოსოვოს ლიდერებმა უარი უთხრეს.
XS
SM
MD
LG