საქართველოში ახალი ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი” დაფუძნდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დროებით, ქამელეონივით ფერი იცვალა, რევანშისთვის ემზადება და საზოგადოების ბრძოლა დასრულებული არ არის, აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც დარბაზის გამგეობამ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილისადმი გააკეთა. “სახალხო დარბაზის” თავმჯდომარეა კინორეჟისორი რეზო ჩხეიძეა. დარბაზის გამგეობა შედგება 8 წევრისგან. საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაცია მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
ყველაზე პოპულარული
1