Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ პროხოროვი ბიზნესს ტოვებს და პოლიტიკაში გადადის


რუსი მილიარდერი ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი, რომელიც მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, ტოვებს ბიზნესს და როგორც აცხადებს, მთელ ყურადღებას პოლიტიკას დაუთმობს.47 წლის ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც 13 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო პლატფორმის პარტიის კონგრესზე განუცხადა. შეთანხმების თანახმად, საინვესტიციო ONEXIM ჯგუფში პროხოროვის აქციებს ბიზნესმენის პარტნიორები განკარგავენ. პროხოროვის თქმით, მას სურს შექმნას „მესამე ძალა“, რომელიც კრემლსაც დაუპირისპირდება და დღევანდელ ოპოზიციასაც. აღნიშნული განცხადება მიხაილ პროხოროვმა გააკეთა ხუთთვიანი დუმილის შემდეგ, რომელიც მოჰყვა მარტის საპრეზიდენტო ბრძოლაში დამარცხებას და ბრალდებებს, რომ ბიზნესმენი ვლადიმირ პუტინთან ხმაშეწყობილად მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG